8 მაისს გაუჩინარებული ომსკის საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი, რომელიც რუს ოპოზიციონერს, ალექსი ნავალნის მკურნალობდა, ცოცხალი იპოვეს.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მუხაროვსკის მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევები უტარდება.
ალექსანდრ მუხაროვსკი ამჟამად ომსკის რეგიონის ჯანდაცვის მინისტრია.ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნამდე ალექსანდრ მურახოვსკი ომსკის კლინიკის მთავარი ექიმი იყო, სადაც 2020 წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნის მკურნალობდნენ.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მუხაროვსკი დაკარგულად 8 მაისს გამოცხადდა მას შემდეგ, რაც საკუთარი კვადროციკლით სანადიროდ ტყეში წავიდა.











