44 წლის რუსი ოპოციზიონერის, ალექსეი ნავალნის ექიმის, იაროსლავ აშიმხინის თქმით, ნავალნის მდგომაროება საყურადღებოა და ის „შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს“.
ინფორმაციას ამის შესახებ EuroNews-ი ავრცელებს.
აშიმხინის თქმით, ნავალნის სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მის ორგანიზმში კალიუმის დონე იმდენად მაღალია, რომ, შეიძლება, გულის გაჩერება გამოიწვიოს. ასევე გაზრდილია კრეატინინის დონეც, რაც თირკმელების ფუნქციონირების დაქვეითებაზე მიანიშნებს.
ნავალნის მდგომარეობის დამძიმებაზე ნავალნის კიდევ ერთი ექიმი, ანასტასია ვასილიევაც საუბრობს. ის სოციალურ ქსელ Twitter-ზე რუსი ოპოზიციონერის სისხლის ანალიზის შედეგებს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 17 იანვარს დააკავეს. ნავალნი გამოჯანმრთელების შემდეგ გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა.
ალექსეი ნავალნი ციხეში უკვე მესამე კვირაა შიმშილობს.
Уже пошли вторые сутки, но нам так никто и не ответил. Калий в сыворотке крови – 7,1 ммоль/л. Эти цифры критические. Это означает и почечную недостаточность, и то, что в любую минуту могут произойти тяжёлые нарушения ритма сердца: фибрилляция желудочков вплоть до остановки сердца pic.twitter.com/z5hwv3Nvt9
— Команда Анастасии Васильевой (@DrAnastasy) April 17, 2021











