მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული რუსი ოპოზიციონერის მეუღლე, იულია ნავალნაია გაათავისუფლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ 17 იანვარს სამშობლოში პირველად ბრუნდებოდა. თუმცა, ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტშივე დააკავეს და 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.











