ქალაქ შუშას ოკუპაციისგან გათავისუფლებამ მტერს ჩვენი ძალა, ჩვენი არმიის გამბედაობა და ჩვენი ჯარისკაცების გმირობა აჩვენა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„დარწმუნებული ვარ, ეს ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს. შუშას გათავისუფლება ბრწყინვალე გამარჯვებაა“,- განაცხადა ალიევმა.











