„9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა! 1989 წლის ამ დღეს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას“, – ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 32 წლის თავს ულოცავს.
ჰარცელი აღნიშნავს, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად დიდი მსხვერპლი გაიღო და მისი დაფასება ყველა მოქალაქის ვალია.
შეგახსენებთ, რომ დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.










