“ხვალიდან მირიან მეფის ქუჩაზე გადაადგილება ნაწილობრივ იზღუდება”,- ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სანიაღვრე ქსელის მოწესრიგების გამო მიიღეს.
“საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია იწყება.
გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს ფაქტობრივად ვერ ატარებს სანიაღვრე ქსელი მოსულ ნალექს და უბრალოდ მანქანით გადაადგილებაც კი შეუძლებელი ხდება უხვი ნალექის პირობებში, ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა მწყობრიდან არის ფაქტობრივად სანიაღვრე ქსელი გამოსული . პროექტის ფარგლებში 330 გრძივ მეტრზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა რაც წვიმის შემთხვევაში წყლის შეტბორვის პრობლემას მოხსნის.
დაგეგმილი სამუშაოების გამო ხვალიდან მირიან მეფის ქუჩაზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, ხოლო მომდევნო პერიოდში შეზღუდვები ეტაპობრივად სხვადასხვა მონაკვეთში გაგრძელდება. ამ დისკომფორტისთვის მოსახლეობას მინდა ბოდიში მოვუხადო, თუმცა მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ პროექტის განხორციელება აუცილებელია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იგივე პრობლემები არ მივიღოთ რაც ბოლო თვეების განმავლობაში უხვი ნალექის დროს ხდებოდა .დაახლოებით მილიონ ორასი ათასი ლარი ჯდება პროექტის განხორციელება”,- განაცხადა კახა კალაძემ










