თბილისის მერიის დაკვეთით, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის” მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ბაგების დასახლებაში გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ცნობით, მოქალაქეთა უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დასრულებამდე – 9 ოქტომბრიდან მიმდინარე თვის ბოლომდე, ხიდზე გადაადგილება შეიზღუდება. ამ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეებს უფასო ავტობუსი მოემსახურება.
„9 ოქტომბრიდან თვის ბოლომდე, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მოქალაქეებს მერიის მიერ დანიშნული მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება.
დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”. – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.











