პროკურორი დავით გუმბერიძე ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს პასუხობს.
გუმბერიძის თქმით, დღევანდელი მოცემულობით ბაჩალიაშვილის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
გუმბერიძემ ასევე განმარტა, რომ მასალებს, რომლებსაც დღეს ადვოკატები გაეცნენ გრიფით საიდუმლო არ ედო.
„მასალებს, რომლებიც დღეს ადვოკატებს გააცნეს, გრიფი საიდუმლო არ ედო და ისინი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არის მოპოვებული. ჩემი რჩევა იქნება, რომ ადვოკატები მეტად კვალიფიციურად გაეცნონ საქმის მასალებს, მის შინაარსს და ზედაპირული განცხადებებით ნუ გამოირჩევიან“, – განაცხადა გუმბერიძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები თბილისის პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცნენ.
„ორი მამაკაცი შეიძლება ფიგურირებდეს მკვლელებად” – მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე











