fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ამ წუთებში პანსიონატში შესულები არიან რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და 4 სოციალური მუშაკი, გზაში არიან ფსიქოლოგები – სუბარი

13:55 ივნისი 4, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
778
ნახვა

ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონატში შესულები არიან რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და ოთხი სოციალური მუშაკი, გზაში არიან ფსიქოლოგები, რომ ინდივიდუალურად იმუშაონ ყველა ბავშვთან, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„წუხელ ექვსმა ბავშვმა, რომლებმაც მოითხოვეს იქიდან გამოსვლა, გადაყვანილი არიან სხვაგან. 2006 წელს სახალხო დამცველი ვიყავი, როცა ეს პანსიონატი შეიქმნა. მაშინ მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით ორი ბავშვთა სახლი არსებობდა ნინოწმინდასა და ზესტაფონში. შემიძლია, მაშინდელი ამბები მოგიყვეთ. მაშინაც ჰქონდათ მცირე პრობლემები შესვლაზე, თუმცა ეს მალე დალაგდა. მაშინ 60-მდე ბავშვთა სახლი იყო ქვეყნის მასშტაბით. ეს ორი ბავშვთა სახლი მოვლის თვალსაზრისით საუკეთესო პირობებით გამოირჩეოდა, თუმცა მაშინ მე, მერი მაღლაფერიძე, მაია გედევანიშვილი ვამბობდით, რომ სახელმწიფოს ყურადღება უნდა მიექცია, რადგან მაშინ იქ შედიოდა სახალხო დამცველი და არ არსებობდა აღრიცხვა სახელმწიფოს მხრიდან, არ იყო კონტროლის რაიმე მექანიზმი, რაც ახლა გამოსწორებულია.

2015 წლიდან იქ არსებობს ლიცენცია, შედის რეგულირების სააგენტო. იყო გარკვეული პერიოდი, როცა რეგულირების სააგენტოს რამდენიმე თვის განმავლობაში არ უშვებდნენ. ეს იყო აბსოლუტურად დაუშვებელი, თუმცა ამჟამად, ეს მდგომარეობა გამოსწორებულია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე განცხადებით, მიმდინარე ოთხი საქმიდან ორზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პანსიონატიდან გამოსულმა ბავშვებმა პრობლემებზე ისაუბრეს.

„სახალხო დამცველს უფლება აქვს და აუცილებლად უნდა იყოს შეშვებული. ცოტა გაოგნებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ თურმე, 2018 წლიდან სახალხო დამცველი არ შესულა. დღეს რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური? როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება, მას მაშინვე უნდა აეტეხა განგაში და ეს არის სასწრაფოდ გამოსასწორებელი. ოთხი სისხლის სამართლის საქმიდან ორი არის ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს მიერ შესწავლილი საქმე და სამინისტროშია გადაგზავნილი. ორი საქმე არის აღძრული მას შემდეგ, რაც ბავშვები იქიდან წამოვიდნენ და თქვეს, რომ არსებობდა გარკვეული პრობლემები და ეს გადაგზავნილი იყო სამინისტროში. პრობლემებს რბილად ვამბობ, რადგან არ მინდა, სახელი დავარქვა იმას, რაზეც გამოძიება არ არის დამთავრებული. სტრესია არა მხოლოდ ამ ბავშვებისთვის, არამედ მშობლებისთვის და მეურვეებისთვის, ვინც შეიძლება ინფორმაციას ისმენდნენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

თეგები: ნინოწმინდის პანსიონატისოზარ სუბარი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დღეს გამართული ცირკი კარგად უჩვენებს ამ ხალხის რეალურ სახეს – სოზარ სუბარი

ნოემბერი 26, 2021
798
პოლიტიკა

სააკაშვილს სასამართლოზე მოუწევს ამტკიცოს, რატომ გააფრინა სახელმწიფო ბიუჯეტით თვითმფრინავი გერმანიაში იმისთვის, რომ ჩამოეყვანა მასაჟისტი და კბენითი თერაპია ჩაეტარებინა – სოზარ სუბარი

ნოემბერი 26, 2021
776
პოლიტიკა

შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება საქართველოში დაცულია, თუმცა კანონის დარღვევას შესაბამისი პასუხი მოჰყვება – სოზარ სუბარი

ნოემბერი 15, 2021
844

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია