„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის შენობის წინ დარჩება და ამ ფორმით გამოხატავს პროტესტს.
დეკანოიძე აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს ხალხს არჩევნები მოპარეს.
„აქ ვიქნებით ჩვენს მეგობრებთან ერთად, ვისაც სურს დარჩება, ვისაც არა წავა სახლში. მძიმე დღე იყო. ამაღამ ვრჩები პარლამენტთან, ეს არის ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის პროტესტის ფორმა. ძალიან გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენ გუშინ მოგვპარეს არჩევნები. მოგვპარეს ყველაზე მნიშვნელოვანი და დიადი საკონსტიტუციო უფლება, რაც გვაქვს“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე









