fbpx
02/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

“ამას “ოცნების” მხრიდან არ ველოდი”- ლევან ბერძენიშვილი იმედგაცრუებულია

15:03 ივლისი 31, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.5k
ნახვა

ოპოზიციაში სკეპტიკურად უყურებენ მოსაზრებას, რომ პროპორციული სიაში „ქართული ოცნება“ ახალ სახეებს შეიყვანს. როგორც “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა “პრაიმტაიმნიუსთან” განაცხადა, მმართველმა პარტიამ ახალი სახეების წარდგენის რესურსი დაკარგა.

„ქართული ოცნება“ გვპირდება, რომ მის პროპორციულ სიაში ახალი სახეები იქნებიან, ამაში მე ეჭვი მეპარება. მმართველმა პარტიამ ახალი სახეების წარდგენის პოტენციალი უკვე დაკარგა.

თუ ვინმე „ქართულ ოცნებაში“ რამეს წარმოადგენდა, ამ პარტიიდან ყველა წავიდა. თუ „ოცნებაში“ ვინმე რამეს არ წარმოადგენდა, ყველა დაწინაურდა. „ქართული ოცნება“ არის ის ერთეული, რომლის წევრები ხალხს დასდევენ და იარაღით ესვრიან. ეს არის მკოიანების პარტია. ეს არის ირაკლი კობახიძეების წინ წამომწევი პარტია, ადამიანისა, რომელიც საქართველოს სირცხვილია“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ბერძენიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს? ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი გვპასუხობს:

„ეს არის ძალიან სამარცხვინო სია. მე არ ველოდი ამას მმართველი პარტიის მხრიდან. ეს არის აბსოლუტურად ძველი სიახლეებით დაკომპლექტებული სია, რომელშიც მმართველ პარტიას  არც ერთი ახალი სახე წარმოდგენილი არ ჰყავს. ამდენ ადამიანში ერთადერთი ქალია, რომელიც ძალიან სუსტია.  თან, მინდა გითხრათ, რომ არანაირი განსაკუთრებული ელვარება ამ სიას არა აქვს, იმ თვალსაზრისით, რომ მასში წარმოდგენილი კანდიდატები არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებენ.

ამ ადამიანის წარდგენა არის მათი მხრიდან გადადგმული ერთ-ერთი სუსტი ნაბიჯი.  ხომ არ შეიძლება ადამიანი, რომელმაც მერად ვერ ივარგა, კარგი პარლამენტარი იყოს. ყველა ერთმანეთზე უარესია“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

ინფორმაციისთვის,  რამდენიმე კვირის წინ „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.

იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ, პარლამენტი 30 მაჟორიტარით და 120  – პროპორციულ სიაში შესული შესული დეპუტატით დაკომპლექტდება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

თეგები: 2020 წლის არჩევნებილევან ბერძენიშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

ივნისი 15, 2021
784
პოლიტიკა

დავით ბერძენიშვილი: წარმატებებს ვუსურვებ ლევანს საზოგადოებრივ და თამარს პოლიტიკურ ასპარეზზე

ივნისი 4, 2021
777
პოლიტიკა

ლევან ბერძენიშვილი პოლიტიკიდანაც მიდის  

ივნისი 4, 2021
782

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია