ვმსჯელობთ, ჯერ გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ ალბათ საკოორდინაციო საბჭოზე ეს საკითხი განიხილება და ეს დღის წესრიგში დადგება, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ სახმელეთო საზღვრის გახსნაზე საუბრისას განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სახმელეთო საზღვრის გახსნა დიდი რისკია.
„სახმელეთოდან შემომსვლელი უფრო მეტია ხოლმე და განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, ვინც ჩვენ გარს გვაკრავს. აქედან გამომდინარე, ეპიდსიტუაცია უნდა გავითვალისწინოთ ჩვენთანაც და ირგვლივაც. უცბად ყველაფრის გახსნა არ შეიძლება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 324 256 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 303 679, გარდაიცვალა 4336 პაციენტი.











