„ის რომ სააკაშვილი ასეთი დიდი ფაქტორია ქართულ პოლიტიკაში, მე სულაც არ მომწონს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
„თქვენ იცით, ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ის ადამიანები, ვინც ჩემი მიმართულებით კენჭებს ისვრიან, რომ რატომ ვდგავარ ნაციონალებთან ერთად. თუმცა, ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ. ვდგავარ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ. ამჯერად ნაციონალებიც სიმართლის მხარეს დგანან, “- ამბობს ნინო ბურჯანაძე.











