„ამნისტიაში არ შეიძლება გათანაბრებული იყოს ნიკა მელია, გავრილოვის პროტესტში მონაწილე საქართველოს სხვა მოქალაქეები და სამართალდამცველები, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანებისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაში”, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ანტიკონვენციური მუხლებით „ქართულა ოცნებას“ არცერთი საქმე არ აღუძრავს, აქ საქმე აღძრული იყო 333-ე, უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. რაც შეეხება 143-ე და 154-ე მუხლებს, ამაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა არავის ბრალი არ წაყენებია. ამიტომ სინამდვილეში ხდება 20 ივნისის „გათეთრება“.
იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდიდა, ამნისტიის კანონს მაინც მიიღებდნენ, ამიტომ ის იდეოლოგია და პროპაგანდა, რაზეც საუბრობდნენ, რომ ნიკა მელიამ გირაო გადაიხადოს, რომ ამნისტიის კანონი არ მიიღონ, რასაკვირველია, მცდარია.
ზოგადად, ვფიქრობ, ამნისტია სამართალდამცველების, ვინც ადამიანებზე თავდასხმას ახორციელებს, არის საშიში პრეცედენტი მაშინ, როდესაც ნებისმიერი ხელისუფლება შეიძლება ჩავარდეს ხიბლში – დასაჯოს პროტესტში მონაწილე ადამიანები და შემდეგ ვისაუბროთ ამნისტიაზე. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამნისტიის კანონს.
დიდი იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანმხებას და ისინი, ვინც შევიდნენ პარლამენტში, იბრძოლებენ ბოლომდე იმისთვის, რომ იმ მუხლებს არ უყარონ კენჭი იმ მუხლებს, რომელიც გულისხმობს სამართალდამცველებისთვის პასუხისმგებლობისთვის მოხსნას. მეტი დისკუსია რომ გაგვემართა ამასთან დაკავშირებით, რაღაც საფრთხეებს თავიდან ავიცილებდით“,- განაცხადა დეკანოიძემ.









