„ამნისტიის შესახებ“ კანონი 1 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“შეფასებულია ინდივიდუალურად, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ სეგმენტის განთავისუფლებას. შესაბამისად, რისკების აწონ-დაწონვა იყო ამ კანონპროექტის განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე. დღეს საბოლოო სურათი კიდევ დაზუსტდება, მაგრამ რაც ახლანდელი მოცემულობაა, სანამ მეორე მოსმენით საბოლოოდ იქნება მიღებული, არსებული სახით 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონი. დაზუსტდება გრძელდება და ვნახოთ, რა იქნება საბოლოოდ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ “ამნისტიის შესახებ” ახალ კანონპროექტში შეღავათი ქალ მსჯავრდებულებს და ახალგაზრდებს შეეხებათ.











