„ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის განხილვას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი დღეს იწყებს. ამნისტიის აქტი ძირითადად, ნაკლებად მძიმე იმ კატეგორიის დანაშაულებს შეეხება, რომლებიც ამავე კანონპროექტით არის შეთავაზებული.
ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე.











