“ჩვენ „ქართული ოცნება” ვაიძულეთ, შარლ მიშელის დოკუმენტზე მოეწერა ხელი, ასე ვაიძულებთ, მომავალში ეს კანონპროექტი შეცვალოს და სწორად მოიქცეს. ასევე ვაიძულეთ, „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შემოსულიყო. ასევე ვაიძულებთ, ორივე ამ პოლიტიკურ ძალას, გონს მოვიდნენ და სახელმწიფოს ინტერესები დააყენონ წინ”,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ძალიან ვწუხვარ, რომ არც ერთი ფრაქციის ხელმძღვანელმა პასუხი არ გაგვცა დაზარალებულების კომპენსაციასთან დაკავშირებით ჩვენს ინიციატივაზე. ვწუხვარ, რომ მათთვის ვიწრო პარტიული ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე სახელმწიფოსა და დაზარალებულების ინტერესები,”- განაცხადა ვაშაძემ.









