აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებით დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს გადაუსწრო. BBC-ის ინფორმაციით, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს 210, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კი 213 ხმა აქვს.
მონაცემები ყოველ წუთას იცვლება.

აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორსა და 435 კონგრესმენს ირჩევენ.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი კანონმდებლობით, არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. 2016 წლის არჩევნებში ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა ხმებით უსწრებდა, თუმცა კოლეგიის ხმების რაოდენობით დამარცხდა.
ყოველთვის არ იმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე მეტი ხმა ერგო – აშშ-ს საარჩევნო სისტემის თავისებურებები











