fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ამომრეჩევლის შესაძლო მოსყიდვა – ISFED-ის ანგარიში პარტია „ლელოც“ მოხვდა  

12:44 ივლისი 7, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
861
ნახვა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო“ საზოგადოებამ წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები ამომრჩევლის მოსყიდვის რისკს შეიცავს.

ანგარიშში მოხვდნენ უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც სხვადასხვა სახის საქველმოქმედო, ჰუმანიტარული აქცია მოაწყეს.

დეპუტატი, რომელიც კარანტინის დროს 16 ათასს ოჯახს დაეხმარა – ISFED ფაქტს დარღვევად მიიჩნევს

ანგარიშში საუბარია მამუკა ხაზარაძეზე და პარტია „ლელოსთან“ დაკავშირებული ორგანიზაციაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ა(ა)იპ „მოძრაობა მომავლისთვის – მომო“ სოციალური კამპანიის ღონისძიებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აწყობს და ეხმარება სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს.

ორგანიზაცია პარტია „ლელო“-სთან არის აფილირებული, კერძოდ, ორგანიზაცია საჯარო აქტივობებში იყენებს „ლელო საქართველოსთვის“ ვიზუალურ მანიშნებელს – ყვითელ ფერს; სოციალური აქციების დროს, კი, ისმის პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სახელი. ასევე, ორგანიზაციის დამფუძნებელი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი – თეონა დოლენჯაშვილია.

გორი

მაგალითად, 15 მაისს, „მოძრაობა მომავლისთვის – მომო“-ს ორგანიზებით, სოფელ ერგნეთში, ყველა ოჯახს (152 ოჯახი) სასურსათო დახმარება გაეწია.

დახმარების გადაცემისთვის ერგნეთში, „მომოს“ დამფუძნებელ თეონა დოლენჯაშვილთან ერთად, ჩასულები იყვნენ პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები: პოლიტიკური საბჭოს წევრი – კახა კოჟორიძე, გორის რეგიონული ოფისის თავმჯდომარე – პაპუნა კობერიძე და რეგიონული ოფისის წევრი – სოსო ვახტანგაშვილი. მათ ადგილზე გააკეთეს განცხადება და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს მამუკა ხაზარაძეს.

თელავი

17 ივნისს, „ლელო საქართველოსთვის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მცხოვრებ ოჯახს მატერიალური დახმარება გაუწიეს, გადასცეს საჭირო პროდუქტები და მედიკამენტები. აქციის მონაწილეები გამოწყობილი იყვნენ „ლელო საქართველოსთვის“ საიმიჯო ყვითელი ფერის სამოსში, მათივე ლოგოს გამოსახულებით.

12 გალელი სტუდენტის დაფინანსება

3 ივლისს, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მოძრაობა მომავლისთვის – მომომ“ 12 გალელ სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნა. შესაბამისი ინფორმაცია, გამოცემა ინტერპრესნიუსის ბმულით, მოძრაობის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზეც გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ პროექტი მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. „მოძრაობა მომავლისთვის“ უკვე ათეულობით ოჯახს დაეხმარა.

თეგები: ISFEDლელოხაზარაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

“ლელო” მედიის გადასახდებისგან გათავისუფლებას ითხოვს

ნოემბერი 30, 2021
793
პოლიტიკა

„ლელომ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწვიტა

ნოემბერი 22, 2021
778
პოლიტიკა

პარტია ლელო ახალქალაქში ორმა წევრმა დატოვ

სექტემბერი 6, 2021
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია