პარტია „ლელო” არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
„ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აზრს თავიდანვე ვერ ხედავდა.
„დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აზრს თავიდანვე ვერ ვხედავდი, რადგან კომისია ყალბი მოტივებით შეიქმნა. არ ვაპირებთ, ამ ყალბ მოტივებს ლეგიტიმაცია მივცეთ. როცა ერთი მხრივ ვიღაცები ამბობდნენ, რომ ჟვანიასთვის ბოდიშია მოსახდელი და ახლა კომისიას ამუშავებენ, ეს ნათელი დადასტურებაა, რომ ეს კომისია ყალბი მოტივებით არის შექმნილი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.











