პარტია „ლელოს” წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა”და ყველა ის პარტია, ვისაც მანდატი აქვს პარლამენტში უნდა შევიდნენ.
„ჩვენ, „ლელოს“ გვსურს, რომ ერთიანი ოპოზიციური ფრონტით, ბრძოლის ამ ახალ ეტაპზე პარლამენტში ვიხილოთ „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა, ვისაც აქვს მანდატი. ბრძოლის ეს ველი არის ისეთივე მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა ველები, სადაც ასევე გაგრძელდება ბრძოლა. შესაბამისად, არა მგონია, რომ გვქონდეს საპარლამენტო რესურსის გაფლანგვის ფუფუნება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.











