თამარ ჟვანიას საჯაროდ ერთადერთ რამეს ვეტყოდი, მას ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთოს უკეთესი საარჩევნო გარემოსა და სახელმწიფოსთვის, ეს არის მისი გადადგომა, – ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„როცა თამარ ჟვანია ამ თანამდებობაზე ინიშნებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ სიტყვების თქმა მომიწევდა, მაგრამ თამარ ჟვანიას საჯაროდ ერთადერთ რამეს ვეტყოდი, მას ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთოს უკეთესი საარჩევნო გარემოსა და სახელმწიფოსთვის, ეს არის მისი გადადგომა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუსმენენ.











