პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ ნიკა მელიას მასთან დაკავშირებით ნათქვამ ყოველ სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს.
„სადღაც შევხვდებით მე და ნიკა მელია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს შეხვედრა იქნება საჯარო. ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ. ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ჩემთან დაკავშირებით რასაც ლაპარაკობდა ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს. კაცს რომ ნაგვის ყუთი ჩამოამხეს თავზე ხომ გახსოვთ?! – რატომ შეხვედი აჭარის უზენაეს საბჭოშიო. ჩვენ სამი თვე რომ გვლანძღავდნენ, გვწყევლიდნენ და გვკრულავდნენ, პარლამენტში რატომ შეხვედითო და თვითონ არ შემოდიან? ნელ-ნელა რომ იპარებიან? ხომ არიან ღირსები ის ნაგვის ყუთები თავზე დავამხოთ. ღირსები არიან, ნამდვილად ღირსები არიან, იმიტომ რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი გაიბანძა. მე და ლევანს ვერ გაგვიბედეს, იმ წესიერ კაცს დაახურეს ნაგვის ყუთი თავზე. სანაგვისყუთე საქციელს თვითონ არ ჩადიან? ცოტა წინ ხომ უნდა გაიხედო?!,- თქვა ელისაშვილმა.










