“ის 3 პროცენტიც აღარ გექნებათ, დადგება თვითმმართველობის არჩევნები და ამასთან დაკავშირებით სარკეში ჩაგახედებთ, – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის მისამართით გააკეთა.
„გმადლობთ კრიტიკისათვის, შენიშვნისთვის. სწორედ ეს სჭირდება პარლამენტს და საზოგადოებას და არა ის, ქუჩა-ქუჩა რომ დადიან და ვერ გარკვეულან, რისთვის დადიან და რა უნდათ. ვერც ხალხს ხვდენინ, სახეში ვერ უყურებენ – ვერც შეხედავს ის ხალხი, ვისი ადგილებიც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში თავისუფალია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ნაცვლიშვილის მისამართითმ, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვაში მონაწილეობს. მან პროექტი ანტიკონსტიტუციურად შეაფასა.









