fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გავურიგდეთ – ანრი ოხანაშვილი

11:55 დეკემბერი 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.9k
ნახვა

“ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გავურიგდეთ, რომელ მოსამართლეს ავირჩევთ. ეს ჩვენი გუნდისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენი ამოცანაა ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებულად მივიღოთ გადაწყვეტილებები და ჩვენი მოქალაქეების დაკვეთაა სწრაფი მართლმსაჯულება საქართველოში”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს.

„ჩვენ გამოვიყენეთ ის კონსტიტუციური პროცედურა, რომელიც საქართველოს პარლამენტს აქვს მინიჭებული და რომელიც დეტალურად არის გაწერილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. იმ რეგლამენტით, რომელშიც ჩვენ ცვლილებები 2019 წლიდან შევიტანეთ და პროცესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებთან დაკავშირებით მაქსიმალურად გამჭვირვალე და ღია გავხადეთ. საზოგადოებას მივეცით შესაძლებლობა, რომ პროცესისთვის მონიტორინგი გაეწია. 2019 წლამდე არავინ იცოდა, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორი გასაუბრებით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენასთან დაკავშირებით.

ჩვენ ეს შევცვალეთ და მადლობა ამისთვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ვინაიდან სწორედ მათი მხარდაჭერით განვახორციელეთ ცვლილებები მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესის მიღებისთვის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ პროცესი, როდესაც საპარლამენტო სუბიექტებთან ერთად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარმოდგენილი არიან პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები, წარმოდგენილი არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და მათ აქვთ სრული შესაძლებლობა გააჟღერონ იმ საზოგადოების შეკითხვები, ვისაც ისინი წარმოადგენენ. სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ჯგუფების გარკვეულმა ნაწილმა არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჩვენ არ და ვერ ვიქნებით ორიენტირებული „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგზე. ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გავურიგდეთ, რომელ მოსამართლეს ავირჩევთ. ეს ჩვენი გუნდისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენი ამოცანაა ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებულად მივიღოთ გადაწყვეტილებები და ჩვენი მოქალაქეების დაკვეთაა სწრაფი მართლმსაჯულება საქართველოში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

თეგები: ანრი ოხანაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

“მზად ვართ კონსულტაციებისთვის” – ანრი ოხანაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

დეკემბერი 3, 2021
762
პოლიტიკა

საჭიროა მოსამართლეების გამწესება, რათა მართლმსაჯულების განხორციელება არ შეფერხდეს – ანრი ოხანაშვილი

დეკემბერი 1, 2021
791
მთავარი ამბავი

თვითონ ჩაიხედონ სარკეში – ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილის ქცევაზე

ნოემბერი 26, 2021
874

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია