იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმაურება.
ოხანაშვილი განმარტავს, რატომ შეუწყდათ პირველ რიგში მათ უფლებამოსილება.
„ეს იყო პროცედურული საკითხი და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. „პატრიოტთა ალიანსის“ შემთხვევაში, სია, რომელიც მათ წარდგენილი აქვთ ცესკოში, იძლევა შესაძლებლობას, რომ თუკი რომელიმე წევრი გამოაკლდება საქართველოს პარლამენტს, შესაძლებელია, რომ სხვა წევრით ჩანაცვლდეს, ეს განსხვავება იყო ამ შემთხვევაში ყველა სხვა პარტიისგან“,- განაცხდა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, ირმა ინაშვილი, გიორგი ლორია და გოჩა თევდორაძე საქართველოს პარლამენტის წევრები აღარ არიან. გადაწყვეტილებას პარლამენტში კენჭი უკვე უყარეს.









