fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად ჯამურად 1 420 მლნ ლარია გათვალისწინებული

11:54 დეკემბერი 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
802
ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კანონით დადგენილ ვადაში, 30 ნოემბერს პარლამენტს წარუდგინა 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია, რომელშიც სრულადაა ასახული მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპით გათვალისწინებული მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალი პაკეტი.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად ჯამურად გათვალისწინებულია 1 420.0 მლნ ლარი, მათ შორის, 2020 წელს 280 მლნ ლარი, ხოლო 2021 წელს 1 140 მლნ ლარი.

ჯანდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 450,0 მლნ ლარი, მათ შორის 400,0 მლნ ლარი ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში, ხოლო 50,0 მლნ ლარი ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებებში;

ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც დაავადებულთა მკურნალობის ხარჯები, ასევე ტესტები, ვაქცინის შესყიდვასთან და გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ხარჯები.

მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისთვის გათვალისწინებულია 540,0 მლნ ლარამდე, საიდანაც 230,0 მლნ ლარამდე მიმართული იქნება 2020 წელს (კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის და ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციებისთვის) ხოლო 310,0 მლნ ლარამდე 2021 წელს, მათ შორის:

•    მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის  განსაზღვრული ასიგნება შეადგენს 60.0 მლნ ლარი, 200,0 მლნ ლარამდე მიმართული იქნება 2020 წელს;

•    65 000 – 100 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისთვის 55,0 მლნ ლარამდე;

•    სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე შვილი – 15,0 მლნ ლარამდე;

•    შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის  – 27.0 მლნ ლარი;

•    6 თვის მანძილზე 200 ლარიანი დახმარება პანდემიის გამო სამსახურიდან დათხოვილ პირებზე – 150.0 მლნ ლარი;

•   გარდა ამისა, მიმდინარე წლის დეკემბერში ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციები მიეცემათ იმ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან იმ ობიექტებში, რომლებიც დამატებით შეზღუდვების გამო ვერ იფუნქციონირებენ. ამ მიზნით 2020 წელს მიიმართება დამატებით 30,0 მლნ ლარი.

ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებული თანხა შეადგენს 430,0 მლნ ლარს, მათ შორის:

•   საშემოსავლო გადასახადის შეღავათი – 260,0 მლნ ლარი (დეკემბერი-მაისის თვეებში), 2021 წლის შემოსავლების ნაწილში დანაკლისი გათვალისწინებულია 220,0 მლნ ლარის ოდენობით;

•   ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადის შეღავათი – 45,0 მლნ ლარი;

•   სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის მიზნით იპოთეკური სესხების სუბსიდირება – 35,0 მლნ ლარი (2020 წელს მოქმედი პროგრამის გარდამავალი ხარჯი);

•   მცირე მეწარმეების საგრანტო დახმარება – 35,0 მლნ ლარი;

•    საკრედიტო-საგარანტიო ფონდი – 50,0 მლნ ლარი;

•   გაგრძელდება დღგ-ის ავტომატური დაბრუნება, რაც ბიზნესის ხელშემწყობი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ჯამში, 2021 წელს მოსალოდნელია რომ დაბრუნდება 1 მილიარდ ლარზე მეტი. აღსანიშნავია, რომ დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების შედეგად, 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელს მომდევნო 4 წლის განმავლობაში სწრაფად, მარტივად და ყოველგვარი ბარიერის გარეშე, 4 მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდება ( ყოველწლიურად დაახლოებით ერთი მილიარდი ლარი).

თეგები: ანტიკრიზისული გეგმაფინანსთა სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილეებად ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი დაინიშნენ

სექტემბერი 10, 2021
761
სამართალი

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებაში დახმარების გაწევის ფაქტზე 11 პირი პასუხისგებაში მიეცა

აგვისტო 12, 2021
771
სამართალი

საქართველოში კენიიდან შემოტანილი 6 ათასამდე დაავადებული ყვავილი გაანადგურეს

მაისი 11, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია