ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „აეროპორტის” გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ფარგლებში, კენიის რესპუბლიკიდან 5 700 ცალი, სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილი შემოიტანეს.
სამსახურის განცხადების თანახმად, კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ საქონელი დაბინძურებული იყო მავნე მწერებით, ხოლო აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, საკარანტინო მავნე ორგანიზმი – Frankliniella occidentalis-ი გამოვლინდა.
„საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი განადგურებას დაექვემდებარა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.











