ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა კახეთის გზატკეცილზე მდებარე სამხედრო დასახლებაში.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ერთ-ერთ მოქალაქეს სანთებელის სატენი აუფეთქდა. დაშავებულია 1 ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
„ისანი სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მოქალაქეს აუფეთქდა სანთებელების სატენი, ნგრევა და მსხვერპლი არ არის, კიდურების დამწვრობა მიიღო ერთმა მოქალაქემ, კონტაქტურია, გადაყვანილია შესაბამის დაწესებულებაში“ – განაცხადეს უწყებაში.











