მუხიანის დასახლებაში აფეთქების შედეგად 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მისვლისას ერთსართულიან შენობაში მამაკაცის ცხედარი დახვდათ.
შემთხვევის შედეგად ხანძარი არ ყოფილა.
როგორც „პრიამტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.











