ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად სულ ცოტა დაღუპულია 10 და დაშავებულია ასობით ადამიანი. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
მძლავრი აფეთქების ტალღამ დედაქალაქის რამდენიმე რაიონს გადაუარა, დალეწა და დამსხვრია ფანჯრების მინები და კარები. დაშავდნენ ადამიანები.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.
შოკისმომგვრელი კადრები ბეირუთიდან – აფეთქებამ ყველაფერი გაანადგურა











