fbpx
04/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„აფხაზთა ჭირვეულობის“ მამოძრავებელი ძალა მოსკოვი – სოხუმი დღეს, 27-ედ დაეცა

01:18 სექტემბერი 27, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. მაშინ, როცა აფხაზეთი სეპარატისტებმა სრულად დაიკავეს 1993 წელი იყო. მას შემდეგ, წელს, სოხუმი 27-ედ დაეცა და მასთან ერთად საქართველო…

ომმა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 250 000-ზე მეტი ეთნიკური ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილად აქცია.

საკუთარ სამშობლოში, ერთი კუთხიდან მეორეში ტანსაცმლის ამარა გამოქცეულები 27 წელია ელოდებიან დაბრუნებას… დაბრუნებას საკუთარ სახლებში. საუკუნის მეოთხედზე მეტია, რაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულები „დროებით” სხვადასხვა მისამართებზე ცხოვრობენ, მაგრამ ჩრდილოელი ოკუპანტი მეზობლის „წყალობით”, დროებითობას დასასრული არ აქვს…

ყველა მათგანი ერთ სიტყვაში „დევნილში” ერთიანდება, მათ სახლებს დროებითი საცხოვრებლები ჰქვიათ…

უკვე 27 წელია, თითოეულისთვის აფხაზეთის დაცემა ზღვით გამოქცეულ ოთხფეხა მეგობართან, დაბნეული და გამოგდებული ქართველებით სავსე გემთან ასოცირდება. კიდევ – აფეთქებებით გამოწვეულ შავ კვამლში გახვეულ ოდესღაც ყველაზე მწვანე აფხაზეთთან და ჭუბერის უღელტეხილის საფეხმავლო ბილიკებზე მოსიარულე ადამიანებთან, რომლებიც უკან იყურებოდნენ, უკან – დაბრუნების იმედით…

აფხაზეთის ომი გვახსენებს უამრავ გმირს, რომლებიც სოხუმთან და ერთიან საქართველოს იდეასთან ერთად დაეცნენ… გვახსენებს გმირებს, რომლებიც გადარჩნენ…  დიდხანს აფხაზეთის ომი ცნობილი იყო, როგორც ძმათა ომი. თუმცა, არ საუბრობდნენ რუსეთის მიერ განხორციელებულ ანექსიასა და ოკუპაციაზე…

აკაკი ბაქრაძე ამ ომამდე ჯერ კიდევ 1978 წელს ცნობილ წერილში „აფხაზთა საკითხი“ ღიად აღნიშნავდა, რომ „აფხაზთა ჭირვეულობის“ მამოძრავებელი ძალა მოსკოვიაო.

„აფხაზთა სახით მოსკოვს მომარჯვებული აქვს დანა, რომელსაც მაშინვე ჩასცემს საქართველოს ზურგში, როგორც კი ქართველები დააპირებენ ეროვნულ გამოფხიზლებას. მოსკოვის პროვოცირებული „აფხაზური ჭირვეულობა“ ერთდროულად არის მიმართული როგორც აფხაზი, ისე ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს ღრმა დაფიქრება მართებთ“, – წერდა აკაკი ბაქრაძე.

1993 წლიდან დღემდე, ენგურის ხიდია ის წყალგამყოფი, რომლის იქითა მხარეს, ყოველ 27 სექტემბერს აფხაზები სოხუმის გათავისუფლებას აღნიშნავენ. აქეთა მხარეს კი, დაცემულ სოხუმს გლოვობენ.

1993 წლიდან დღემდე აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ… ახლა, აფხაზეთი იმ 20 პროცენტის ნაწილია, რომელიც ანექსირებულია ჩრდილოელი რუსეთისაგან.

უკვე 27 წელია, რაც აფხაზეთი ოკუპირებული შიდა ქართლის მსგავსად, რუკის ფოტოებზე წითელი მავთულხლართებით მონიშნულია…

 

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის ბოლოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს რუსი ოკუპანტებისა და აფხაზი სეპარატისტების გამარჯვებით დასრულდა…

თეგები: აფხაზეთის ომისოხუმის დაცემის დღე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

დრო იარებს არჩენსო, კი ამბობენ, მაგრამ აბა რომელ ჩვენგანს მოუშუშდა აფხაზეთის დაკარგვით მიყენებული ჭრილობა? – კახა კალაძე 

სექტემბერი 27, 2021
779
პოლიტიკა

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

სექტემბერი 27, 2021
801
რეგიონები

დღეს გენერალ გენო ადამიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

სექტემბერი 27, 2020
814

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია