„დღეს, პარლამენტის უკან გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებმა თათუშა არველაძეს ხელი მოაყოლეს მანქანაში. ღია ჭრილობასთან ერთად, მას ხელი აქვს ნაღრძობი. ორი კვირა უნდა ატაროს თაბაშირი”, – ამის შესახებ განცხადებას მოძრაობა “სირცხვილია” ავრცელებს.
განცხადების თანახმად, თათუშა არველაძეს შსს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება.
მუხლი გულისხმობს, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 28 ნოემბერს პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია-პერსორმანსი გამართეს.
აქციის დროს აქტივისტები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რომლის დროსაც ორი პირი დააკავეს.
პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცველებმა ორი აქტივისტი დააკავეს – ელენე ხოშტარია











