თბილისში, სამოქალაქო აქტივისტებმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს და კომენდანტის საათის დროს პარლამენტიდან აქცია-მსვლელობა გამართეს.
აქტივისტები პარლამენტიდან „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, შემდეგ კი ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, პოლიციას არცერთი აქტივისტი არ დაუჯარიმებია.
22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ შეზღუდვების მცირე ნაწილი იხსნება, თუმცა დიდი ნაწილი კვლავ ძალაში რჩება. შეზღუდვების ნაწილი სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროსა და განსხვავებული პირობებით უქმდება.
შეზღუდვები დეტალურად იხილეთ ⇓
სად რა დაიშვება და რა რჩება აკრძალული – შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა დეტალურად ერთ სტატიაში











