„სირცხვილიას“ აქტივისტების, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესები ამ წუთებში დასრულდა. მოსამართლე თამარ მეშველიანმა გიორგი მჟავანაძეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა და 3 დღით დააკავეს. ნოდარ რუხაძე კი 1500 ლარით დააჯარიმეს.
დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
გუშინ მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი დაკავებული წევრი ლექსო მაჭავარიანი სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.











