„აქციებს შეჩვეული ვართ და ამით ვერ შეგვაშინებენ“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარი ამბობს, ოპოზიცია დიალოგიდან გასვლის გზას ყოველთვის იტოვებს.
„აქციებს შეჩვეული ვართ და ამით ვერ შეგვაშინებენ. ოპოზიციას დიალოგი რომ არ უნდათ ეს კარგად ვიცით. უბრალოდ გუშინ იძულებულები გახდნენ დაეწყოთ ისევ დიალოგზე ლაპრაკი. თუმცა, პარალელურად სულ იტოვებენ დიალოგიდან გასვლის გზას, მაგრამ იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორი მეგობრების ჩართულობით ისინი ვერ გაექცევიან დიალოგს და მოუწევთ აღიარონ არჩევნები, რომელიც არ გაყალბებულა“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.











