ოპოზიციის წარმოამდგენლებმა და ნიკა მელიას მხარდამჭერებმა, რომლებიც კანცელარიასთან აქციას მართავდნენ, პარლამენტთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს და გზა გადაკეტეს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ 26 თებერვალს 3 საათზე ოპოზიცია ფილარმონიიდან მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობას გამართავს.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.











