ზაალ უდუმაშვილი არ გამორიცხავს, რომ შეთანხმება დღეს ვერ შედგეს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს კიდევ ერთხელ მოუწიოს მოლაპარაკებაში მედიატორის როლის შესასრულებლად საქართველოში ჩამოსვლა.
“რთული პროცესია, ასეთი რთული პროცესი რომ 1-2 საათში არ გადაწყდება ყველასთვის ნათელია, მე არ გამოვრიცხავ რომ კიდევ ერთხელ მოუწიოს კრისტიან დანიელსონს საქართველოში ჩამოსვლა, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პროცესი უკვე რამდენიმე საათია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მოდერატორობით მიმდინარეობს.











