არ გამოვრიცხავ, რომ ეს დღე იყოს გადამწყვეტი, – ამის შესახებ “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
ზურა ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე განსახილველი თემები ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის უცნობია.
“თავისთავად ის ფაქტი, რომ მომლაპარაკებლებმა გადაწყვიტეს ერთად დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიცია და ქართული ოცნება, შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ მათ შეძლეს პოზიციების დაახლოება. ეს შეიძლება იყოს ოპტიმიზმის საფუძველი. ოღონდ, კიდევ ერთხელ გეუბნებით — შეიძლება. ეს არ არის ნამდვილად ასე, მაგრამ, შეიძლება ეს ამის ნიშანი იყოს.
დღევანდელი შეხვედრა შეიძლება იყოს [დანიელსონის შემუშავებული] დოკუმენტის განხილვა, ან შეიძლება იყოს უბრალოდ დიალოგი და მცდელობა, რომ პოზიციები დაახლოვდეს. არცერთ მხარეს არ აქვს სრული ინფორმაცია, აქვს მხოლოდ და მხოლოდ მომლაპარაკებლებს. მე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება იმაზე, როგორი შეხვედრა იქნება და რა ფორმატი იქნება. ვიცი, რომ იქნებიან “ოცნების” წარმომადგენლებიც. ერთადერთი რაც ვიცი, არის ეგ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ოფისში შესვლამდე.











