პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხვს, რომ მომავალ კვირას დიპლომატებთან შეხვედრა შედგეს, ამის შესახებ ელისაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
„დიპლომატებთან კომუნიკაცია გვაქვს, იმ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ გვქონდა როგორც ევროკავშირის საელჩოსთან კომუნიკაცია, ასევე შეერთებული შტატების საელჩოსთან. ახლა ვართ ამ რეჟიმში, იქიდან რა ინფორმაციაც წამოვიღეთ, იმის გაანალიზების ეტაპზე, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ იქითა კვირას იყოს კიდევ ერთი შეხვედრა“, – აცხადებს ელისაშვილი.











