ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შესაძლოა ქვეყანაში შეზღუდვები ისევ დაწესდეს.
ტიკარაძე ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
“მე არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს, ვინაიდან შეზღუდვები, ესაა ეფექტიანი გზა. მე დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ ღრმად მწამს იმის, რომ ჩვენს მოსახლეობას ეყოფა გონიერება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და ბიზნესს ეყოფა ბიზნეს პასუხისმგებლობა, რომ ისინი დაიცავენ ყველა იმ ღონისძიებას, რასაც შრომის ინსპექცია მიუთითებს.”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
დღეს, 23 მარტს ეკატერინე ტიკარაძემ “ასტრაზენეკას” ვაქცინით საჯაროდ აიცრა.











