„ჩვენ ამ ბრძოლაში არ გავჩერდებით და ეს იქნება იმდენად კანონზომიერი შერყევა, თუნდაც პოლიტიკური, რომ ეს პასუხისსმგებლობა თავიდან ბოლომდე მათზე გადაინაცვლებს. ჩვენ არ გვქონდა იმის სურვილი, რომ ხელისუფლება გადაგვეგდო, რევოლუცია მოგვეწყო. ჩვენ გვინდა, კონკრეტული პრობლემა მოვაგვაროთ და როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ, არჩეული ხელისუფლება ვაკონტროლოთ, ეს არის ჩვენი მიზანი“, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
„ვხედავთ, რამდენად აცდენილია რეალურ პრობლემებს, რაც ხალხში არსებობს. პრაქტიკულად უფსკრულია მოსახლეობასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. ვერ ვპოულობთ თანხვედრას და ბმას იმ ადამიანებთან, რომლებიც თითქოს ჩვენი პრობლემების გამომხატველები უნდა იყვნენ. ამიტომ, ჩვენ არ ვცდილობთ, რომ შევქმნათ იგივე მექანიზმი და იმ სისტემაში მივიღოთ მონაწილეობა, რომელსაც არ აქვს უნარი, ეს პრობლემა მოგვიგვაროს“, – განაცხადა გოლეთიანმა.
ცნობისთვის, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას მართავენ.











