ძალიან არასწორი და მისთვის საზიანო მგონია მისი გადაწყვეტილება. არ მგონია რომ ადვილი გზა ექნება პოლიტიკაში, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას ახალ გუნდზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
„შეიძლება, როცა დატოვებ მაღალ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, გქონდეს ილუზია, რომ უკან სცენაზე შემოსვლა იქნება წარმატებული, მაგრამ ამ წარმატებისთვის მას მოუწევს ბევრი წინაღობის გადალახვა და დიდი შრომა. ამისათვის მას უნდა ჰყავდეს, ასევე რეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც ჯერ ვერ ვხედავ. მე არ მგონია რომ მომავალ ოქტომბერში, იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც გაიმართება, ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას,“ – განაცხადა წულუკიანმა.










