“არ მგონია რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გულწრფელად აწუხებს ამნისტიის შედეგად რასაც მივიღებთ ის საკითხ”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ამაში ეს ხალხი გულწრფელი რომ იყოს, ამნისტია იყო მეორე გზა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რასაც ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა ჰქვია. პირველი გზა ძალიან საპატიო იყო, იმდენად საპატიო, რომ, ჩემი აზრით, სამყაროში ნებისმიერი პატიმარი ციხიდან გარეთ სიამაყით გამოვიდოდა, როდესაც ევროკავშირი შენს გირაოს თანხას იხდის. ანუ, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შენ ბანდიტად, ხულიგნად და კრიმინალად კი არ გთვლიან, არამედ მიაჩნიხარ ადამიანად, რომელიც ციხეში არ უნდა იჯდეს. როცა ამაზე უარს აცხადებს, ნიკა მელიაც და „ნაციონალური მოძრაობაც“ იღებენ პასუხისმგებლობას ამ ამნისტიაზე.
შეთანხმების ამბავი იყო ის, რომ ერთი ან მეორე გზა უნდა აგვესრულებინა. პირველის აღსრულება ვერ ხორციელდება თავად ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალით. შესაბამისად, მეორე გზაზე სხვა პოლიტიკური პარტიების, მათ შორის ხელისუფლების დამუნათება არაგულწრფელი ქმედება მგონია. ასეთ ქმედებებს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ. მოვუწოდებ ნიკა მელიას, ციხიდან გამოვიდეს იმ ძალიან საპატიო პირობით, რომელიც ევროკავშირის მიერაა შეთავაზებული“, – განაცხადა ხვიჩიამ.










