სერგო თეთრაძის ამბავი და ეს ბრალდებები გავიგეთ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ სერგო თეთრაძის წამების საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.
მისი თქმით, სერგო თეთრაძის წამებასთან დაკავშირებით ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
„თქვენ იხმარეთ ძალიან კონკრეტული ფრაზა – მკვლელობა და წამება, ამაზე არ მინდა, ვინმეს ხელი დავადო, რადგან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები იყო ამ საქმეზე ამ ხელისუფლების“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში გიგა ბოკერიამ.










