„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ვაშინგტონში მომხდარი ამბები ძალიან მძიმე გამოწვევა იყო ამერიკული დემოკრატიისთვის.
როგორც უდუმაშვილი ამბობს, მსგავსი ფაქტების დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ხელს შეუწყობს.
„არ მჯეროდა, რასაც ეკრანზე ვხედავდი და ეს ხდებოდა შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში, კერძოდ კაპიტოლიუმში, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატიული ინსტიტუტები ამ ქვეყანაში იმდენად ძლიერია, რომ ასეთი რყევები მას ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანს. პირიქით, შეერთებულ შტატებში აქედან ძალიან კარგ მაგალითს გამოიტანენ, უფრო გააძლიერებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ასე რომ, ძალიან ცუდი ფაქტია, თუმცა ეს ვერ დააზიანებს ამერიკულ დემოკრატიას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მიმოხილვა: „დემოკრატიის ბნელი ღამე“ – რა მოხდა 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში











