fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არ ვარ დარწმუნებული, რომ პოზნერის ვიზიტი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ დაფინანსდა – ნინო ბურჯანაძე

17:36 აპრილი 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
835
ნახვა

“ერთიანი საქართველოს“ ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს ეჭვი აქვს, რომ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსდა.

“ვინ იყო პასუხისმგებელი, დარწმუნებული ვარ, ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, რადგან პოზნერი არ არის ჩვეულებრივი ჟურნალისტი, ის არ არის ადამიანი, რომელმაც ასე უცბად გადაწყვეტდა თავისი დაბადების დღის აღნიშვნას, მით უმეტეს ისეთი შემადგენლობით, რომელიც იყო და ეს არ იყო მისი პირადი მეგობრები, ეს სერიოზული დატვირთვის დელეგაცია იყო. ის ჩამოვიდოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნებოდა ხელისუფლებისგან პირდაპირი და ნათელი გარანტია უსაფრთხოების. ეს გამოჩნდა კიდეც დახვედრასა და იმ პრივილეგიებში, რომელიც მიენიჭა დელეგაციას და რომელიც არ აქვს საქართველოს მოქალაქეებს. ეს ყველაფერი მიუღებელია, მით უმეტეს იმ მძიმე ფონზე, რომელიც დღეს არის საქართველოში.

აქ არ არის ლაპარაკი ჩვეულებრივ მოქალაქეზე და ტურისტზე, ჩვეულებრივ მოქალაქეს არავინ დაუშლიდა არც დაბადების დღის გადახდას, არც ჩამოსვლას. აქ არის ლაპარაკი ადამიანზე, რომელიც არის ძალიან სერიოზული ჟურნალისტი, რომლის პოლიტიკური განცხადებები ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და რომლის განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში მიუღებელი გახდა. მკვეთრი ზღვარია პოზნერის მსგავს ადამიანებსა და ჩვეულებრივ ადამიანებს შორის. რაც შეეხება ჩემს ე.წ. პრორუსულობას, მდინარაძემ ჰკითხოს კობახიძეს, რატომ იდგა მამამისი, დედამისი და თავად ჩემ გვერდით, მაშინ, როდესაც მე „პაკლონნაია გარაზე“ ვიყავი, რატომ? თუ რაიმე დანაშაულს ჩავდიოდი და მაშინ ჯერ დავიწყოთ გამოკითხვით და ვკითხოთ კობახიძეს, რაში ხედავს დანაშაულს. რაც შეეხება ჩემს პოზიციებს, არ მეშინია ჩემი პოზიციების გამეორების. პოზნერისა და სხვა ასმილიონიანი აუდიტორიის წინაშე ჩატარებული გადაცემების დროს, მაქვს გაცხადებული, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველო, არ შევეგუებით მის დაკარგვას. რაც შეეხება კობახიძეს, ვიდრე ჩვენ მოუვლით ივანიშვილს, ამას რაღაცა დრო დასჭირდება, მანამდე კობახიძეს თავად ივანიშვილი მოუვლის. ეს ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერი პიარ-აქცია იყო და არა პოზნერის დაბადების დღე. ის რომ მარტო ჩამოსულიყო, არ დაერღვია კომენდანტის საათი, წესები, მასთან ერთად არ ყოფილიყო 40-კაციანი დელეგაცია და ეს არ ყოფილიყო მხარდაჭერა ივანიშვილის, შეიძლება ვერც ვერავის გაეგო ამის შესახებ. არ ვარ დარწმუნებული, რომ დაფინანსება ამ ვიზიტის არ იყო განხორციელებული ივანიშვილის მხრიდან“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

თეგები: ნინო ბურჯანაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: თვითმმართველობის არჩევნები არ მაინტერესებს, არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას

ივნისი 30, 2021
790
პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: ნუ შევეგუებით ისეთ საქართველოს, სადაც სოხუმის და ცხინვალის გარეშე ვიზეიმებთ 26 მაისს

მაისი 26, 2021
808
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

მაისი 21, 2021
825

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია