“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მმაღტველი პარტია ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა მხოლოდ მათთან, ვინც ბოკერიას დაკრულზე არ ცეკვავს.
“ჩვენთვის ეს პროცესი მნიშვნელოვანია და როგორც მეგობარ ელჩებთან ერთად, ასევე დამოუკიდებელ რეჟიმში, მზად ვართ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებით მათთან, ვისაც რეალურად სურვილი აქვთ, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის იმუშაოს და არა იმ დესტრუქციულ ნაწილთან, რომელიც ფაქტიურად გიგა ბოკერიას დაკრულზე ცეკვავს…”, – განაცხადა წილოსანმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”.











