„მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარდამჭერები დავკარგეთ. ჩემი აზრით, მხარდამჭერები ახლა ელოდებიან ქართული ოცნებისგან შემდეგი პროგრესის უზრუნველყოფას“,- ამის შესახებ პარლამეტნის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და პარტიაში არის გამორჩეული ლიდერი და ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც მას აქვს საზოგადოებაში, ჩვენ ყოველთვის გვანიჭებდა უპირატესობას. შესაბამისად, მისი პოლიტიკიდან გასვლით ჩვენ ვდგავართ ახალი გამოწვევების წინაშე. ახლა საჭიროა გუნდის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაცია. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარდამჭერები დავკარგეთ. ჩემი აზრით, მხარდამჭერები ახლა ელოდებიან ქართული ოცნებისგან შემდეგი პროგრესის უზრუნველყოფას, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებასა და არსებული პრობლემების გადაჭრას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
გადაწყვეტილება დღეს გამართულ ყრილობაზე პოლიტსაბჭომ მიიღო.











