პარტია “გირჩის” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე პანდემიის პერიოდში ყველანაირი შეზღუდვისა და რეგულაციის წინააღმდეგია.
ჯაფარიძე ამბობს, რომ გარისკავს თუ არა ადამიანი, ეს მისი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია.
“არანაირი რეგულაცია არ უნდა იყოს, ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. მე თუ მინდა და ვრისკავ – ჩავდივარ და ვვარჯიშობ, თუ მინდა და ვრისკავ – მივდივარ და ვმუშაობ, ჩემი პასუხისმგებლობის საკითხია ამას ვაკეთებ თუ არა, ისევე როგორც სხვა ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხია, ისინი თავად წყვეტენ, იცავენ ჩემთან მიმართებაში დისტანციას თუ არა, გაიკეთებენ პირბადეს, თუ არა. მე ვწყვეტ – მე როგორ მოვიქცე, ის წყვეტს, ის როგორ მოიქცევა, გამომდინარე იქედან, რა რეალობაში უწევს მას ყოფნა. თუ ჩემ შვილებს შია და მე არა მაქვს მათთვის საჭმელი, კი, გავრისკავ, წავალ და ვიმუშავებ, ყველაფერს გააკეთებს კაცი, რომ შვილებს არ შიოდეთ”, – ამბობს გადაცემაში ზურა ჯაფარიძე “მთავარი არხის” ეთერში.
„გირჩმა“ ფიტნესკლუბი, რომელიც შეზღუდვების მიუხედავად არ დაიხურა, ბინად იქირავა











